Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რკინიგზა აქვეყნებს წესებს, რომელიც მატარებლით მგზავრობისთვის სავალდებულო იქნება


ზუსტად ერთ კვირაში, 15 ივნისიდან საქართველოს რკინიგზა ქალაქებს შორის მგზავრთა გადაყვანას იწყებს. თუმცა კომპანია განმარტავს, რომ მგზავრებს უსაფრთხოების დასაცავად 6 სავალდებულო წესის შესრულება მოუწევთ.

ეს წესებია:

  • მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს;
  • მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია;
  • ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი;
  • ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით;
  • მატარებელში არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე;
  • მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

საქართველოში რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა ორ თვეზე მეტია შეჩერებულია. ის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, 31 მარტს მთავრობამ შეაჩერა. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ კი შეზღუდვა მთავრობის გადაწყვეტილებითვე გაგრძელდა. ქალაქებს შორის მგზავრთა გადაყვანა ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დღეიდან, 8 ივნისიდან შეიძლება, თუმცა არა რკინიგზით.

XS
SM
MD
LG