Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს, დატოვოს ღია ცის შესახებ ხელშეკრულება


აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს, დატოვოს ღია ცის შესახებ ხელშეკრულება. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. „მე კარგი ურთიერთობები მაქვს რუსეთთან, მაგრამ მოსკოვი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. არის დიდი შანსი, რომ ახალ შეთანხმებას მივაღწევთ“, განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში.

ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას 1992 წელს მოეწერა ხელი. რუსეთმა დოკუმენტს 2001 წელს გაუკეთა რატიფიკაცია. ხელშეკრულებაში 34 სახელმწიფო მონაწილეობს. მათ შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიის თავზე იფრინონ სამხედრო საქმიანობის კონტროლისთვის. ხელშეკრულების დატოვება ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ნახევარი წლით ადრე შეტყობინების შემდეგ.

როგორც New York Times-ი იუწყება, ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლა შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ვაშინგტონს არ სურს გააგრძელოს სტრატეგიული შეტევითი იარაღის თაობაზე ხელშეკრულება, რომელსაც 2021 წლის თებერვალში ეწურება ვადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ისგან ჯერჯერობით არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება. ის უარყოფს მის მიმართ აშშ-ის მიერ წაყენებულ ყველა ბრალდებას.

ვაშინგტონი მოსკოვს ადანაშაულებს, რომ ის მას ხელს უშლის ფრენაში კალინინგრადის ოლქის, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან რუსეთის სასაზღვრო ზოლის თავზე.

XS
SM
MD
LG