Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

#1: ეპიდემია და მისი მართვა


#1: ეპიდემია და მისი მართვა
please wait

No media source currently available

0:00 0:28:57 0:00
გადმოწერა

ამ პოდკასტში ექიმი დავით გზირიშვილი ესაუბრება ჯანდაცვის სფეროს მართვის თეორეტიკოსს და პრაქტიკოსს, განათლებით ექიმს - კაკი ზოიძეს.

პოდკასტის თემებია:

- ზოგადად რა ახასიათებს პანდემიებს და ხომ არ შეიცავს საფრთხეს სტატუსის დაუფიქრებლად გამოყენება?ერთი და იგივეა, თუ სხვადასხვა - კარანტინი, თვითიზოლაცია, სოციალური დისტანცირება?
- განვითარების რა ეტაპებისგან შედგება ეპიდემია, რატომ არის საკამათო და ძნელი ამის დადგენა?
- რა განაპირობებს ეროვნული პასუხის წარმატებას - მხოლოდ ვიწრო ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები, თუ სიტუაციის ცვლილება ერთდროულად რამდენიმე სფეროში?
- საქართველომ რა გაკვეთილი გამოიტანა საკუთარი გამოცდილებიდან და რა გაკვეთილი ასწავლა მსოფლიოს
- იქნება მეორე ტალღა და თუ კი, როდის?


ცნებების და ტერმინების განმარტება

ეპიდემია:

ეპიდემია - უცნობი ინფექციური დაავადების სწრაფი და ფართო გავრცელება ერთ პოპულაციაში, მაგალითად ერთ ქვეყანაში.

პანდემია:

პანდემია - ინფექციური დაავადების სწრაფი და ფართო გავრცელება რამდენიმე პოპულაციაში, მაგალითად რამდენიმე ქვეყანასა და კონტინენტზე.

კარანტინი:

კარანტინი (ფრანგულად quarantaine - 40 დღე). შეზღუდვების სავალდებულო, იძულებითი ზომა, რომელსაც მიმართავენ დაავადების გავრცელების აღსაკვეთად. კარანტინი გულისხმობს ინფიცირებული, ან სავარაუდოდ ინფიცირებული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის, ცხოველების, ტვირთის და ა.შ. სრულ იზოლაციას. მაგალითად, შესაძლებელია კარანტინში აღმოჩნდეს მთელი რეგიონიც. მოქმედების ვადა 40 დღე. კარანტინი არ არის იგივე რაც იზოლაცია, მთავარი განმასხვავებლი ასპექტი არის ის, რომ კარანტინი - სავალდებულოა, იზოლაცია - ნებაყოფლობითი.

XS
SM
MD
LG