Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზიის განვითარების ბანკი: კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ეკონომიკა 9,7 პროცენტით შეიძლება შეამციროს


საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი - აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი - აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი

კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა 9.7 პროცენტით შეამციროს გლობალური ეკონომიკა, განაცხადა აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 15 მაისს, რითაც გააორმაგა თავისი ადრინდელი ვარაუდი იმის ფონზე, თუ როგორ აჩერებს ვაჭრობას ვირუსი და როგორ ტოვებს მილიონობით ადამიანს უმუშევრად.

სავარაუდო ეფექტი დანაკარგისა 8,8 ტრილიონი დოლარი იქნება, თუ სხვადასხვა სავარაუდო სცენარს შევაჯამებთ, ავრცელებს ინფორმაციას Agence France-Presse-ი. თუმცა, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) განაცხადა, რომ სამთავრობო ინიციატივების საშუალებით შესაძლებელი იქნება კრიზისით გამოწვეული დანაკარგის ანაზღაურება.

ამავე ცნობით, ვირუსის გამო კრიზისის პირობებში დაიკარგება 242 მილიონი სამუშაო ადგილი, რაც შვიდჯერ აღემატება ათი წლის წინანდელი გლობალური საფინანსო კრიზისის მონაცემს.

ბანკის თანახმად, „ძნელი იქნება დანაკარგის ანაზღაურება“. ის გაფრთხილებით გამოდის, რომ არ უნდა გამოირიცხოს საფინანსო კრიზისი, თუ პანდემია საკმარისად დროულად არ შეჩერდება, რათა დეფოლტები და გაკოტრებები იქნეს თავიდან აცილებული.

კორონავირუსმა მთელ მსოფლიოში 300 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა, მოჰყავს AFP-ს ოფიციალური მონაცემი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინებოდა, რომ ვირუსი შეიძლება ენდემურად გადაიქცეს და დედამიწაზე დარჩეს, შედეგად, კაცობრიობას მოუწევს ისწავლოს, როგორ იცხოვროს მასთან ერთად.

მსოფლიოს 196 ქვეყანასა და რეგიონში აღრიცხულია ინფიცირების 4,4 მილიონი შემთხვევა.

ეკონომიკური დანაკარგის ასანაზღაურებლად მთავრობებმა არაერთ ქვეყანაში გამოყვეს თანხები და სხვადასხვა ზომას მიმართავენ ზარალის შესამსუბუქებლად. მრეწველობის სხვადასხვა დარგიდან, ძლიერი დარტყმა მიადგა ტურიზმს და ავიაციას, რადგან ქვეყნებმა კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად დახურეს საზღვრები. ADB-ს თანახმად, სამუშაო ადგილების მხრივ განსაკუთრებით დიდი დანაკარგი აქვთ იმ მუშაკებს, რომლებსაც არ მოეთხოვებოდათ მაღალი კვალიფიკაცია.

XS
SM
MD
LG