Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტის წერილი მიიღო


ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს უწოდებს ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორს და აცხადებს, რომ ევროკომისია მზად არის ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განავითაროს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.

ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერასთან ერთად, ევროპის ფინანსურ დახმარებას შეუძლია მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცება, რესურსების მიმართვა პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად და საქართველოსა და მისი მოქალაქეების დასაცავად.

ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, რომ საქართველო ევროკავშირისგან მიიღებს 183 მილიონ ევროზე მეტს ჯანდაცვის სექტორის, საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, საქართველოს ხელსაყრელი პირობებით წვდომა ექნება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 150 მილიონი ევროს სესხზე ქვეყნის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებებისთვის.

ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სურვილს, ეწვიოს ბრიუსელს მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვითარება ამის შესაძლებლობას მისცემს.

„პირადად ჩემი და ევროკომისიის სახელით მსურს თქვენ და ქართველ ხალხს სიმტკიცე და გამძლეობა გისურვოთ ამ კრიზისის დასაძლევად. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ამ რთულ დროს“, - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის წერილში.

XS
SM
MD
LG