დღეს დილიდან მიმოსვლა სრულად აღდგა რუსთავსა და გარდაბანში. ამასთან, კვლავ მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე.
კორონავირუსის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 4 დიდი ქალაქის - თბილისის, რუსთავის, ქუთაისის და ბათუმის ჩაკეტვა 15 აპრილს გადაწყვიტა. მათ მცხოვრებთ ქალაქებიდან გასვლა აეკრძალათ. შესვლა შეეძლოთ მხოლოდ ადგილზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად, 5 მაისს შეზღუდვა მოიხსნა ქუთაისსა და ბათუმში და 11 მაისს თბილისში.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მაისს გაიხსნება მარნეული, რომელიც კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო, 23 მარტს გამოცხადდა მკაცრი კარანტინის ზონად.