Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EBRD: 2020 წელს საქართველოს მშპ 5,5 პროცენტით დაეცემა


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტების მოცულობა 5,5 პროცენტით შემცირდება. უახლესი მაკროეკონომიკური პროგნოზი დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.

ბანკის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტად "სტუმარმასპინძლობის" სექტორი დაზარალდა. ქვეყანაში პანდემიის გამო აკრძალულია ტურიზმი. ტურიზმით მიღებული შემოსავალი კი ქვეყნის მშპ-ს თითქმის მეხუთედი, 20 პროცენტია.

"თუ სოციალური დისტანცირება მოსალოდნელზე ბევრად დიდხანს დარჩება ძალაში, რეცესია შესაძლოა, კიდევ უფრო გაღრმავდეს და 2019 წლის ერთ სულ მოსახლეზე არსებულ წარმოების დონეს ვერ მიაღწიოს წლების განმავლობაში", - ნათქვამია ანგარიშში.

ბანკის გათვლებით, საქართველოს ეკონომიკა, საშუალოდ, 3,5 პროცენტით შემცირდება, ცენტრალური აზიის ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 1,2 პროცენტია.

საქართველოს მთავრობის გათვლებით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში დაახლოებით 350 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგება. ამ რიცხვში სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანები არ მოიაზრებიან.

XS
SM
MD
LG