Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID 19-ით გამოწვეული კრიზისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - International Crisis Group ანგარიში


„კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის“ (International Crisis Group) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კორონავისრუსთან დაკავშირებულ ვითარებაზეა საუბარი ნათქვამია, რომ სურათი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში განსხვავდება ერთმანეთისგან.

ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის მიუხედავად აფხაზეთის არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე საავადმყოფოში გადმოსვლის უფლება 11 პაციენტს მიეცათა, მათგან ერთს მოგვიანებით COVID 19 დაუდასტირდა .

ანგარიშის თანახმად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, რუსეთმა, რომელიც ადგილზე სამედიცინო ინვენტარის მიმწოდებელია, მარტის დასაწყისში მედიკამენტების დიდი ნაწილის ექსპორტი შეწყვიტა. ჩინოვნიკებმა, განაცხადეს, რომ სადეზინფეციო საშუალებების დეფიციტი არსებობდა. მათ ადგილობრივ მწარმოებლებს ექიმებისთვის დამცავი ხალათებისა და პიდბადეების შეკერვისკენ მოუწოდეს.

„ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს წლებია არ გაუვლია გადამზადება და მათ რუსეთიდან მიღებული 26 სასუნთქი აპარატის მოხმარებაც კი არ იცოდნენ“,- ნათქვამია ანგარიშში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ცხინვალის რეგიონში ნელი მოქმედებები ხორციელდებოდა,- აღნიშნულია ანგარიშში.

„ხელისულებამ ახალგაზრული ტურნირის ჩატარება დაუშვა 22-25 მარტს“, დე ფაქტო პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე, რომელსაც ასობით ადამიანი ესწრებოდა . „სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დაიხურა სამხრეთ კავკასიის ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით გვიან“.

სამხეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარია. ორგანიზაცია უზრუნველყოფს დე ფაქტო რესპუბლიკაში საპატიმროების და ხანდაზმულებისთვის სამედიცინო თავდაცვის ინვენტარით მომარაგებას.

ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დე ფაქტო ხელისულფლებამ უარი უთხრა სპეციალისტების შეშვებაზე თუ ისინი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიდან შევიდოდნენ და არა რუსეთის მხრიდან.

დე ფაქტო სამხერთ ოსეთისგან განსხვავებით აფხაზეთში შედარებით უკეთესი ვითარება იყო,- ნათქვამია ანგარიშში, თუმცა ინფრასტურქტურასთან დაკავშირებული პრობლემები იქაც თვალსაჩინოა . პრობლებაა ასევე სამედიცინო პერსონალის დეფიციტი და ხანდაზმული მოსახლეობა.

„მოსახლეობის თითქმის 80%-ი 60 წელს გადაცილებულია. ამასთან ასაკობრივად თავად სამედიცინო პერსონალი განეკუთვნება რისკ ჯგუფს, ვინაიდან მათი საშუალო ასაკი 60 წელი ან მეტია“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

„კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის“ თანახმად სპეციალური ღონისძიებების გატარება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამაც გვიან დაიწყო. მათ შორის კორონავირუსის გავრცელების პერიოდს დაემთხა დე ფაქტო პრეზიდეტის არჩევნები აფხაზეთში. რა დროსაც დაცული არ იყო სოციალური დისტანცია. საგანგებო მდგომარების გამოცხადების შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, დაიწყო თერმოსკრინინგი და მოქალაქეებს პოლიციის ავტომობილებზე დამაგრებული ხმის გამაძლიერებლიდან სახლში დარჩენიკენ მოუწოდებდნენ.

„ყველაზე დიდი სირთულე აღმოჩნდა ადგილოვრივებთან ხალხმრავალი დაკრძალვის ცერემონიებისგან თავშეკავების მიღწევა“,- ნათქვამია ანგარიშში.

აფხაზეთში 20 აპრილიდან, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან 1 თვის თავზე, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო და ბაზრები გაიხსნა.

მარტის დასაწყისში აფხეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საერთასორისო ორგანიზაციებს დამხმარების თხოვნით მიმართა, გაერომ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დე ფაქტო რესპუბლიკაში სამედიცინო დანიშნულების და სადეზინფეციო საშუალების 12 ათასი გვაზვნილი ჩაიტანა. რუსეთმა დე ფაქტო რესპუბლიკას COVID 19-ს 500 ტესტი მიაწოდა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს სხვების ძალისხმევას, მათ დასახმარებალდ, ნათქვამია ანგარიშში

"მათ დაუყოვნებლივ უნდა მოძებნონ ჯანმო-ს შეფასების მისიის გაგზავნის შესაძლებლობა. თავის მხრივ, საქართველომ უნდა შეეცადოს ითანამშრომლოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობასთან ეკონომიკის გაჯანსაღების უზრუნველყოფის გზებზე. კონფლიქტს შედეგად დაზარალებული ეს რეგიონები COVID19 კრიზისის წინაშე დგანან. ფართო, თანამშრომლურმა ძალისხმევამ შეიძლება შეამციროს შესაძლო ზიანი“,- ნათქვამია ანგარიშში.

XS
SM
MD
LG