Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევოლუშენ ჯორჯიას" სამსახურიდან დათხოვნილი 14 თანამშრომელი უჩივის


„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

EMC გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათავისუფლებული 14 თანამშრომლის ინტერესებს წარმოადგენს. ორგანიზაციის თანახმად, შპს „ევოლუშენ ჯორჯიამ“ ბოროტად გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება და უკანონოდ და დაუსაბუთებლად შეწყვიტა მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა, რითაც ზიანი მიაყენა მათ ინტერესებს.

მოსარჩელეები ითხოვენ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

EMC-ის მიხედვით, გამოსაცდელი ვადის პერიოდში დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის ქვეყანაში მოქმედი უფლებრივი სტანდარტების უგულებელყოფა.

ონლაინკაზინოების პროვაიდერმა კომპანიამ „Evolution Gaming“-მა მარტში 3 000 დასაქმებულიდან ნაწილი არაანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა, ხოლო გამოსაცდელი ვადით აყვანილი 1300-მდე ადამიანი სამსახურიდან დაითხოვა. დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის გამო შექმნილი ვითარება და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება დაასახელა.

XS
SM
MD
LG