Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფოსგან 300-ლარიან დახმარებას "ყვითელი მიკროავტობუსების" მძღოლებიც მიიღებენ


სახელმწიფოსგან ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას თბილისში მიიღებენ კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ლიცენზია აქვთ და სამარშრუტო, ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, დახმარების მისაღებად საჭირო იქნება მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურისთვის მონაცემების მიწოდება. კალაძემ მოადგილეებს დაავალა, SMS-ის სახით შესაბამისი ინფორმაცია გაუგზავნონ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს და თბილისის მიკროავტობუსების კომპანიას.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა მიკროავტობუსების მძღოლებს, რომლებიც ექიმების და კარანტინის ზონებიდან გამოსული ჯანმრთელი მოქალაქეების ტრანსპორტირებაში მონაწილეობდნენ.

XS
SM
MD
LG