ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სხვა ქვეყნების მეთაურებს მინსკში, 9 მაისისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ეპატიჟება.
„საჯაროდ ვეპატიჟები ყველა სახელმწიფო მეთაურს, თუნდაც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ჩამოვიდნენ მინსკში და დაესწრნონ ამ აღლუმს. იმედი მაქვს, რომ ვინმე მაიც ჩამოვა. თუ არავინ არ ჩამოვა და მაშინ ჩვენ თვითონ ჩავატარებთ აღლუმს, როგორც აქამდე ვატარებდით“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ამ განცხადების ფონია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გამაფრთხილებელი მოწოდება ბელარუსის ხელისუფლებისადმი, რომ COVID-19-ის გავრცელების შესანელებლად შემოიღოს სოციალური დისტანცირების ზომები და თავიდან აიცილოს დიდი საჯარო შეკრებები.
ალექსანდრ ლუკაშენკო კვლავაც იმ აზრზეა, რომ Covid-19ეს არის „ფსიქოზი“, რამაც მსოფლიო საზოგადოება მოიცვა.
შესანამისად ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო არ გადადებს 9 მაისის სამხედრო აღლუმს, რომელსაც, ლუკაშენკოს აზრით, ღრმა „იდეოლოგიური და ემოციური მნიშვნელობა აქვს".
ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისამდი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის გამართვა გადაიდო რუსეთში, სადაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების გამართვა.
ალექსანდრ ლუკაშენკომ მოუწოდა რუსულ ტელეარხებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს პირდაპირ ეთერში უჩვენონ სამხედრო აღლუმის მსვლელობა მინსკის ქუჩებიდან.