Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვარელსა და ნუკრიანში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ


კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 4 მაისს გაგზავნილი 270 ნიმუშიდან 206-ის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია. დანარჩენი 64-ის შედეგი კი დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 270 ნიმუში წარმოადგენს რეგიონში პირველი ინფიცირებული ექიმის კონტაქტებს და ექიმების მიზნობრივ, სავალდებულო ტესტირებას. დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, სადაც თბილისის ერთ-ერთი კლინიკის ინფიცირებული ექთნის ე.წ. კონტაქტები იყვნენ (ოთხი ადამიანი) პასუხი ნეგატიურია. მისივე სიტყვებით, გრძელდება კახეთში პირველი ინფიცირებულის, 50 წლის მედიკოსის კონტაქტების სიღრმისეული კვლევა.

კახეთის რეგიონში COVID - 19​-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2 მაისს ყვარლის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმის დაინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.

XS
SM
MD
LG