ოთხი ამერიკული სამხედრო გემი და ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძლების ერთი ფრეგატი 4 მაისს შევიდა ბარენცის ზღვაში არქტიკის უსაფრთხოების ოპერაციის ფარგლებში მიმდინარე ტაქტიკური მანევრების ჩასატარებლად. პენტაგონის თანახმად, ეს არის პირველი შემთხვევა 1980-იანი წლეიბს შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედრო ფლოტის გემები შევიდნენ ბარენცის ზღავაში, რუსეთის ჩრდილოეთ საზღვრის მახლობლად.
ამ მანევრების ფონია, რუსეთის ბოლოდოინდელი მზარდი სამხედრო სამზადისი არქტიკაში, რომელსაც კრემლი გეოსტრატეგიულად მიიჩნევს მისი არა მხოლოდ ენერგეტიკული რესურსების და თავდაცვითი მნიშვნელობის გამო, არამედ ასევე როგორც ნაოსნობის პოტენციურ მომგებიან მარშრუტს, რომელიც კლიმატური ცვლილებების შედეგად გამოიკვეთა.
აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ცნობით, "შესაძლო რისკების შემცირებისა და ყოველგვარი მოსალოდნელი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მანევრების დაწყების თაობაზე გაფრთხილებული იქნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ხოლო რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტი თვალს ადევნებს ამერიკულ-ბრიტანულ საზღვაო მანევრებს.
აშშ-ის სამხედრო სააზღვაო ძალები, ბარენცის ზღვის მანევრებში, წარმოადგენილია სამი „არლი ბერკის“ კლასის საესკადრო ნაღმოსანითა და დამხმარე ხომალიდით. ნაღმოსნები აღჭურვილია „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტებითა და „იჯისის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით. აღნიშნული სისტემა ინტეგრირებულია ნატოს ანტიბალისტიკურ-სარაკეტო სისტემაში, რომელიც მიზნად ისახავს ირანის მსგავსი ქვეყნიდან მომდინარე შეზღუდული სარაკეტო საფრთხისგან ევროპის დაცვას.
ნატოს ანტიბალისტიკური-სარაკეტო თავდაცვის სისტემა, რუსეთის განცხადებით, არღვევს სტრატეგიული ძალების ბალანსს ევროპაში და საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნულ ინტერესებს.
მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ნატოს წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ სამხედრო მანევრებს, რომელიც მიზნად ისახავს ალიანსის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიის ფარგლებში.
უფრო ადრე, ნატოს საიტის თანახმად, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანი ხომალდი „დონალდ კუკი“ და USS „პორტერი“ ნატოს მოკავშირე ქვეყნების გემებთან ერთად ატლანტის ოკეანეში გამართულ მანევრებში ღებულობდნენ მონაწილეობას.