Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალურად დაუცველი ჯგუფები 6 თვით 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ


სოცალურად დაუცველები 6 თვით დამატებით საშუალოდ 600 ლარის დახმარებას მიიღებენ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე.

დახმარება, მისი თქმით, შემდეგნაირად გადანაწილდება - ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-იდან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი - 16 წლამდე ასაკის შვილი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მიიღებენ საშუალოდ 600 ლარს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში ასეთი 40 000 მოქალაქეა. მათთვის ამგვარი ფინანსური დახმარების გასაწევად გათვალისწინებულია 25 მილიონი ლარი.

საქართველოს მთავრობა წარმოადგენს კორონავირუს COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ზომებს.

ხელისუფლება დღესვე წარმოადგენს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების - ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმასაც.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის, საერთო ჯამში, 431 შემთხვევა. მათგან 114 გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG