Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Human Rights Watch-ი: შუა აზიის მთავრობები COVID-19-ის გამო ზომების გატარებისას მოქალქეთა უფლებს პატივს არ სცემენ


უფლებადამცავი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის (HRW), თანახმად, შუა აზიის ქვეყნების მთავრობები არ სცემენ პატივს მოქალაქეთა უფლებებს კორონავირუსის პანდემიის საწინააღმდეგო ზომების გატარებისას.

ორგანიზაციის მიერ 23 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაშინ, როცა ყაზახეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის მთავრობები „მნიშვნელოვან“ ნაბიჯებს დგამენ ინფექციის გავრცელების შეჩერების მიზნით, მათ ასევე დააწესეს შეღუდვები, რომლებიც ეხება ჟურნალისტებს, ჯანდაცვის მუშაკებს და აქტივისტებს. ამასთან ამ ქვეყნებში შემოიღეს საკარანტინო ზომები, როლებიც არის „თვითნებური და შეუსაბამო“.

„შუა აზიის ყველა სახელმწიფო მოვალეა, დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობის უფლებები Covid-19-ის შესახებ სწორ ინფორმაციის გავრცელებით“, აცხადებს HRW-ის ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორი, ჰიუ უილიამსონი. ის დასძენს, რომ მათ არ უნდა გამოიყენონ შეზღუდვები იმისთვის, რომ დაადუმონ ჟურნალისტები, ჯანდაცვი მუშაკები და სხვები, როცა ისინი ცდილობენ საზოგადოებას ამცნონ უფლებების დარღვევის შესახებ.

HRW-ის თანახმად, თურქმენეთის მთავრობა შეეცადა დაედუმებინა მედიცინის მუშაკები და სხვები, ვინც ქვეყნაში ვირუსის გარშემო არსებული ვითარების გარშემო ლაპარაკობდა. თურქმენეთს ტაჯიკეთის მსგავსად არ გამოუცხადებია ქვეყანაში კორონავირუსის არსებობის შესახებ. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვითარება ტაჯიკეთში იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ წერილი მისწერა ტაჯიკეთის ხელისუფალთ და ჯანდაცვის სამინისტრო გააკრიტიკა, რომ პასუხი არ გასცა შეკითხვებს ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების დონის შესახებ.

XS
SM
MD
LG