მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ შულავერში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ამბობენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო სოფლის მეურნეობის ნაწარმს ვერ ყიდიან და უფუჭდებათ. „რადიო მარნეულის“ ინფორმაციით, დაახლოებით 5 სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა და გზა გადაკეტეს. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ელოდებიან და მათგან დახმარებას ითხოვენ.
- გვეუბნებიან, დაჯექი სახლში, როდემდე? ყველას სესხები გვაქვს.
- კვირაში ერთხელ მოდიან, ვითომ რეალიზაცია არის, მაგრამ სად არის?
- ხალხს პურის ფული არ აქვს, ბანკების ვალებს რა ვუყოთ?
ამბობენ აქციის მონაწილეები.