Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონებში გამონაკლისის სახით 3 საათით მანქანით მოძრაობა დაუშვეს


საქართველოს რეგიონებში, სადაც მოსახლეობა სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, დღე-ღამეში 3 საათის განმავლობაში მანქანით გადასაადგილებლად საშვების მიღება შესაძლებელი ხდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

გამონაკლისის სახით, მოქალაქეებს დილით 6-დან 8 საათამდე და საღამოს 6-დან 7 საათამდე მანქანით გადაადგილება შეეძლებათ. ჩიქოვანის თქმით, საშვებს შესაბამისი მუნიციპალიტეტები გასცემს და აღსრულებაზეც პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.

შეღავათების შესახებ ინფორმაცია პირველად გუშინ, 21 აპრილს მუნიციპალიტეტებმა გაავრცელეს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის საფრთხის გამო 27 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა აკრძალულია.

XS
SM
MD
LG