Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესარიონ აპლია აცხადებს, რომ „ტაძრების დახურვა ეკლესიის დევნას ნიშნავს“


აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქ სოხუმის საკათედრო ტაძარში, 19 აპრილის დილით ძალიან ცოტა ხალხი იყო. თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ წინა ღამით, სააღდგომო ღვთისმსახურებაზე საკმაო რაოდენობის ხალხი მივიდა. მათ შორის იყვნენ ბავშვები.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის „ეხო კავკაზას“ მიერ ტაძარში გადაღებულ კადრებზე ნათლად ჩანს, რომ კორნავირუსის პანდემიის საფრთხის მიუხედავად ტაძარში შესულ ბავშვებს არ უკეთიათ დამცავი პირბადეები და ისინი კოცნიან ხატებს.

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი, ბესარიონ აპლია, დაუშვებელს უწოდებს ტაძრების დაკეტვას კორონავირუსის პანდემიის გამო და აცხადებს, ვერავითარი სენი ვერ მიეკარება მართლმადიდებლურ ეკლესიას.

„ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამოყოფილია. ჩვენ ეკლესიას, სასულიერო ხელისუფლებას არანაირი განკარგულება არ გაგვიცია იმაზე, ტაძრები გაიღოს, თუ არ გაიღოს. ეკლესია ყოველთვის არის ღია ყველასთვის, რადგან ის არის ადგილი, სადაც ადამიანები სულიერ ჯანმრთელობას იძენენ. პანტელეიმონ მკურნალი და ყველაფერი, რაც უკავშირდება მართლმადიდებლურ სწავლებას და ეკლესიას, უკავშირდება მსგავსი დაავადებებისგან, მსგავსი ვირუსებისგან განკურნებას და ეს სენი ვერ მიეკარება ტაძარს, რადგან აქ არის წმინდა ნაწილები და ნაკურთხი წყალი, რაც იმდენად წმინდაა, რომ მართლმადიდებელ ტაძარს ვერავითარი ინფექცია ვერ მიეკარება“, - განაცხადა ბესარიონ აპლიამ.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას მიერ 9 აპრილს გამოცემული „დეკრეტით“ აკრძალულია მასობრივი თავშეყრა, მათ შორის საკულტო შენობებში.

თუმცა, 15 აპრილს აფხაზური ეკლესიის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ტაძრები არ დაიხურება და სააღდგომო წირვა ჩვეული წესით ჩატარდება. აფხაზმა სასულიერო პირებმა ეკლესიაში მისვლისგან თავშეკავება ურჩიეს მხოლოდ ხანდაზმულებს და მათ, ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს. ასევე, მშობლებს მიმართეს, ბავშვებს ტაძარში ნუ მიიყვანენ.

XS
SM
MD
LG