Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორები შეთანხმდნენ ნავთობის წარმოების უპრეცედენტო შემცირებაზე


OPEC+ ჯგუფში შემავალი ნავთობის მაწარმოებელი მსოფლიოს უმსხვილესი ქვეყნები და რუსეთი, საბოლოოდ შეთანხმდნენ ნავთობის წარმოების უპრეცედენტო შემცირებაზე, რასაც, როგორც მოელიან, მსოფლიო ფასებზე ნავთობზე ფასის გაზრდა უნდა მოჰყვეს.

ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ ჯგუფის სახელით 12 აპრილის საღამოს გაკეთებული განცხადების თანახმად, მაის-ივნისში ნავთობის მოპოვება დღეში 9,7 მილიონი ბარელით შემცირდება. შეთანხმება ასევე მოუწოდებს ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს, რომ თანდათანობით დღეში 6 მილიონ ბარელამდე შემაცირონ ნავთობის წარმოება 2022 წლისთვის.

„ნავთობის დიდი შეთანხმება OPEC+ თან მიღწეულია. ის შესაძლებლობას მოგვცემს შევინარჩუნოთ ასობით ათასი სამუშაო ადდილი აშშ-ის ენერგეტიკულ სფეროში“, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონლად ტრამპი ნავთობის უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

კრემლი იუწყება, რომ 13 აპრილის დილით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ერთობლივი სატელეფონო საუბარი გამართა დონალდ ტრამპთან და საუდის არაბეთის მეფე, სალმანთან, რომლებმაც მხარდაჭერა გამოხატეს შეთანხმების მიმართ.

კრემლი აცხადებს, რომ შემდეგ პუტინმა და ტრამპმა ცალკე ისაუბრეს ასევე სხვა საკითხებზეც.

OPEC+ ჯგუფის მიერ მიღწეული შეთანხმების შემდეგ 13 აპრილის დილით აზიის ბაზრებზე გამართულ ვაჭრობაზე ნავთობის ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნავთობზე ფასი ზრდა დიდხანს ვერ გასტანს, რადგან აღნიშნული შეთანხმება ვერ აძლევს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს ნავთობის იმპორტიორებს კორონავირუსის მძვინვარე პანდემიის ფონზე.

XS
SM
MD
LG