Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: ქართული წარმოების პირბადე მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს


ჯანდაცვის მინისტრი უცხოური წარმოების პირბადით (საარქივო ფოტო)
ჯანდაცვის მინისტრი უცხოური წარმოების პირბადით (საარქივო ფოტო)

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში წარმოებული პირბადეები დაცვის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

COVID-19-თან საბრძოლველად შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძეს დაუსვეს ტელეკომპანია „ფორმულა“-ს შეკითხვა, რამდენად გვიცავს ქართული წარმოების პირბადე და მათი გამოყენება ნებადართულია, თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

„პირბადეებთან დაკავშირებით იყო არაერთი მიმოთქმა. ჩვენთვის ცნობილი არის, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრიც აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების მიცემის კუთხით. ჩვენ გავიარეთ შემდეგ გარკვეული კონსულტაციები ამ პირბადეებთან დაკავშირებით და იმ დაცვის კომპონენტს, რომელიც უნდა უზრუნველყოს ამ სახის პირბადემ, სრულიად აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით დაიწყო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში რამდენიმე საწარმო პირბადეებს კერავს. მათი პირველი ნიმუშების გამოჩენას საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

XS
SM
MD
LG