Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ასახელებს მედდის დაინფიცირების სავარაუდო მიზეზს


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედდის დაინფიცირების მიზეზი, სავარაუდოდ, დაუმორჩილებელი პაციენტი გახდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელი მკაცრად იცავდა პროტოკოლით დადგენილ წესებს, თუმცა სამედიცინო პერსონალი მაღალი რისკის ქვეშ არიან და არ არიან დაცული რისკისგან.

„დაუმორჩილებელ პაციენტთან კომუნიკაცია გახდა გახდა დაინფიცირების შესაძლო მიზეზი. საავადმყოფოს ეს თანამშრომელი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მან თავის თავზე აიღო რთულ ვითარებაში სამედიცინო სერვისის ჩატარება. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია,“ - ამბობს ნინო ნიჟარაძე.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დაინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტები მოძიებულია და 15-მდე მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციაში, მათ შორის არიან ოჯახის წევრები და მედპერსონალი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ საქართველოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში სამედიცინო პერსონალი უფლებამოსილების შესრულების დროს კორონავირუსით დაავადდა.

30 მარტის 23:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია covid-19-ით დაავადების 103 შემთხვევა. მათგან 20 გამოჯანმრთელდა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მიღებულია გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ, „ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს".

XS
SM
MD
LG