ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს ყველაზე ახალი წევრი გახდა მას მერე, რაც ალიანსის ბოლო წევრი ქვეყნის, ესპანეთის სენატმა დაამტკიცა გადაწყვეტილება. ნატოში ჩრდილოეთი მაკედონიის გაწევრიანების ოქმი ხელმოწერილ იქნა წევრების მიერ 2019 წლის თებერვალში, რის შემდეგაც 29 ქვეყნის პარლამენტებმა დაამტკიცეს ამ ქვეყნის ნატოში წევრობა.
ბრიუსელში, 27 მარტს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთი მაკედონია ახლა ნატოს ოჯახის წევრია, 30 სახელმწიფოს და თითქმის მილიარდი ადამიანის ოჯახისა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ რა გამოწვევის წინაშეც უნდა ვიყოთ, ჩვენ უფრო ძლიერი და უფრო დაცული ვართ ერთადო, თქვა სტოლტენბერგმა. ჩრდილოეთ მაკედონიას ევროატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში დიდი ხანია წვლილი შეაქვს ავღანეთის და კოსოვოს მისიებში მონაწილეობით.
ნატოს შტაბ-ბინაზე ჩრდილოეთი მაკედონიის დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება 30 მარტს.