Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის ახალი 5 შემთხვევიდან ერთი მარნეულში დაფიქსირდა


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი მარნეულის საავადმყოფოში დადასტურდა. მისივე ცნობით, ამ პაციენტის პასუხი დღეს, 22 მარტს გამთენიისას გახდა ცნობილი ლუგარის ცენტრში, ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯგუფი ატარებს ჩაღრმავებულ ეპიდკვლევას, კონტაქტების გამოსავლენად.

რადიო მარნეულის თანახმად მარნეულის "ჯეოჰოსპიტალში" სადენზინფექციო სამუშაოები ტარდება და სპეციალისტები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ პაციენტი.

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეთერ ლაფერაძემ რადიო "მარნეულთან" განაცხადა, რომ მარნეულის “ჯეოჰოსპიტალში განთავსებულ პაციენტს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, საზღვარი არ გადმოუკვეთავს და მიმდინარეობს დაინფიცირების წყაროს მოკვლევა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კომენტარი აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მოკვლევის შემდეგ, მოგვიანებით გაკეთდება.

22 მარტის მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

XS
SM
MD
LG