ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშნეკო აცხადებს, რომ კორონავირუსი არის "ფსიქოზი", რომლით გამოწვეული პანიკის გამო უფრო მეტი ადამიანი დაზარალდება, ვიდრე თავად ვირუსისგან. ამის შესახებ ლუკაშენკომ განაცხადა 19 მარტს, ქვეყანაში შექმნილი ეპიდომიოლოგიური ვითარების შესახებ ანგარიშის მოსმენის დროს.
"ჩემი გარკვეული კრიტიკის მიუხედავად, ამ კორონავირუსს სხვას ვერაფერს ვუწოდებ, თუ არა ფსიქოზს და ამას არასოდეს გადავთქვამ, რადგან თქვენთან ერთად უკვე ბევრი ფსიქოზი გადავიტანეთ და ვიცით, თუ რით მთავრდებოდა ეს. აბსოლუტურად დაწრმუნებული ვარ, რომ ეს მორიგი ასეთი ფსიქოზია, რომელიც ვიღაცას სარგებელს მოუტანას, ვიღაცას - არა", - განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ "პანიკის გამო შესაძლოა დაზარალდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე თავად ვირუსისგან", - მოჰყავს სააგენტო "ბელტას", ბელარუსის ლიდერის სიტყვები.
19 მარტის მონაცემებით ბელარუსში 51 კაცს აღმოაჩნდა კორონავირუსი. მაგრამ სხვა მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით ბელარუსის ხელისუფლებამ არ დახურა საზღვრები და არ შემოუღია კარანტინი სასწავლოს დაწესებულებებში.