საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო ახლა კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადადის. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ეს გადასვლა არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ მხრივ, პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემით. ჯანდაცვის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მისაღებად", - განმარტა მან.
საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებული 34 შემთხვევაა და მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.