სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი სახლთან ახლოს ასკილს აგროვებდა რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. გუნდიშვილსა და რუსეთის მესაზღვრეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. საქართველოს მოქალაქე არ აპირებდა სოფლის ტერიტორიაზე შემოსულ ჯარისკაცებს მორჩილად გაჰყოლოდა, ამიტომ მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გუნდიშვილი ცხინვალში გადაიყვანეს და ერთ დღეში გაათავისუფლეს. არადა ეს მისი მეოთხე დაკავება იყო და იგი ხანგრძლივ პატიმრობას ელოდა.