Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თათრეთის მუფთი ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციაში რუსი ხალხის განსაკუთრებული როლის ხაზგასმას


კამილ სამიგულინი
კამილ სამიგულინი

თათრეთის მუფთმა, კამილ სამიგულინმა, გაილაშქრა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის მიერ სახელმწიფო სათათბიროში ინიცირებულ რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილების წინააღმდეგ, რომელიც რუს ხალხს აცხადებს, „სახელმწიფოს შემქნელ“ ერად.

„უპერსპექტივოა და არ შეიძლება, რომ ერთი ერი გამოცხადდეს სახელმწიფო შემქმნელ ერად, რადგან რუსების გარდა რუსეთის ტერიტორიაზე სხვა ღვიძლი ხალხიც ცხოვრობს და ყველამ შეიტანა წვლილი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა პრესსამსახურის საშუალებით თათრეთის მუსლიმანთა სასულიერო ლიდერმა.

ამასთან მუფთმა მხარი დაუჭირა შესწორების ღმერთის ხსენებას და აღნიშნა, რომ „ეს ფართოდ მიღებული პრაქტიკაა და რომ საერო სახელმწიფო არ გამორიცხავს მისი საზოგადოების რელიგიურობას.“

თათრების მუფთის განცხადებიდან სულ რამდენიმე საათში წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა სრულიად რუსეთის უმაღლესმა მუფთმა, ტალგატ ტადჟუდინმა, რომლის აზრითაც ჩანაწერი არ ნიშნავს, რომ „მხოლოდ რუსი ხალხია სახელმწიფოს შემქმნელი“. ცვლილება წარმოადგენს იმის დასაბუთებას, რომ რუსული იყოს სახელმწიფო ენა მთელი რუსეთის ტერიტორიაზე, - განაცხადა ტადჟუდინმა, რომელმაც დასძინა, რომ „ის საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეა“.

პრეზიდენტმა პუტინმა 15 იანვარს, ფედერალური კრებისადმი მიმართვის დროს გამოაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებების გეგმა. წინასწარი ინფორმაციით, ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადასანაწილებლად ცვლილებები შედის კონსტიტუციის 22 მუხლში.

კონსტიტუციით განისაზღვრება პუტინის მიერ აღდგენილი სახელმწიფო საბჭოს სტატუსიც. გარდა ამისა, რუსეთის კონსტიტუცია საერთაშორისო კანონმდებლობაზე უფრო პრიორიტეტული ხდება. პუტინის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის ამზადებს საფუძველს პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

XS
SM
MD
LG