Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე საერთაშორისო პარტნიორებზე და შეწყვეტილ დიალოგზე


უმრავლესობის ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ 11 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა, რომ გიგი უგულვას საქმეზე დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ შეფასებებს არასწორი ინფორმაცია უდევს საფუძვლად და ახსნა-განმარტებების პირობებში, პარტნიორები ყველაფერს შესანიშნავად გაიგებენ. ამასთან, გიგი უგულავას დაპატიმრება, მდინარაძის აზრით, საბაბად გამოიყენა ოპოზიციამ, რომელსაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული დიალოგის შეწყვეტა ისედაც უნდოდა. თუმცა 10 თებერვალს, ვიდრე გიგი უგულავას დააპატიმრებდნენ, ოპოზიციური ერთობა საარჩევნო სისტემის ახალ კომპრომისულ ვარიანტზე მსჯელობდა. მდინარაძის თქმით, შემოთავაზება არასერიოზულ სახეს ატარებდა.
XS
SM
MD
LG