სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი, ხალილ არსლანოვი.
რუსული მედიის თანახმად, მანამდე შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის მთავარი სამმართველოს უფროსი, დააპატიმრეს 6,7 მილიარდი რუბლის მითვისების ფაქტზე.
საუბარია სახელმწიფო შესყიდვების დროს მომხდარ სამართალდარღვევაზე. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ბრალდების საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, რუსეთის არმიას სამამულო წარმოების პროდუქციის ნაცვლად ჩინური ტექნიკა მიეწოდებოდა.
სისხლის სამართლის საქმეში გადიან თავდაცვის სამინისტროს და „ვოენტელეკომის“ მაღალი რანგის პირები, მათ შორის, საბჭოთა მარშალ პაველ კუხტანოვის შვილიშვილი, პოლკოვნიკი პაველ კუხტანოვი.
მანამდე ეჭვმიტანილებმა აღიარეს ბრალი თაღლითობის ჩადენაში და მისცეს ჩვენება არსლანოვის წინააღმდეგ.
იუწყებიან, რომ გენერალი არსლანოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს.