Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილს პატიმრობა მიესაჯა რუსეთის გვარდიის თანამშრომლის ცემისთვის


გიორგი ყუშიტაშვილი
გიორგი ყუშიტაშვილი

კრივში რუსეთის ორგზის ჩემპიონ გიორგი ყუშიტაშვილს, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის გვარდიის თანამშრომლის ცემასა და ნარკოტიკების შენახვაში, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა პირველ აპრილამდე.

ნარკოტიკების შენახვისთვის, მოკრივეები გიორგი ყუშიტაშვილი და ოვიკ ოგანისიანი 2 თებერვლის ღამით დააკავეს რუსეთის გვარდიის თანამშრომლებმა. დაკავებისას ყუშიტაშვილმა ხელი დაარტყა გვარდიის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც, როგორც იუწყებიან, სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყუშიტაშვილს მოათავსებენ საგამოძიებო იზოლატორ „მატროსსკაია ტიშინაში“.

მეორე მოკრივე, ოვიკ ოგანისიანი, საქმეში გადის როგორც მოწმე.

ადრე გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა ჩხრეკის დროს ყუშიტაშვილისგან ამოიღეს 0,61 გრამი კოკაინი, რაც მიჩნეულია მნიშვნელოვან ოდენობად.

ვინიდან ყუშიტაშვილი სამხედრო მოსამსახურეა, მის საქმეს სამხედრო გამომძიებლები იძიებენ.

XS
SM
MD
LG