Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე 120 განაცხადი შევიდა


საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე 120 განაცხადი შევიდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სააგენტოდან აცნობეს. განცხადებების მიღების ვადა 31 იანვარს ამოიწურა.

სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე, თანამდებობიდან პირადი ინიციატივით გადადგა.

ლევან სურგულაძე „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებდა და 5 წლის ვადით იყო დამტკიცებული.

ახალი ხელმძღვანელი სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეარჩიოს, რომელშიც ეკონომიკის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელი ოლივიე რუსო შედიან.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის შრომის ანაზღაურება 10 000-დან 15 000 ლარამდეა.

2019 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, საპენსიო სააგენტოში 62 190 ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული. მონაწილეთა რაოდენობაა 976 399, აკუმულირებული საპენსიო შენატანი 565 მილიონი ლარი, ხოლო დარიცხული სარგებელი 21.5 მილიონი ლარია.

XS
SM
MD
LG