Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინი იმეორებს "ერთი ჩინეთის" პრინციპს, ტაივანში არჩევნების შემდეგ


ცაი ინვენი, ტაივანის პრეზიდენტი
ცაი ინვენი, ტაივანის პრეზიდენტი

პეკინში ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს "ერთი ჩინეთის" პრინციპი, მას შემდეგ, რაც ტაივანში ამომრჩევლებმა პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს ცაი ინვენი, რომელიც ამბობს, რომ მისი ქვეყანა დამოუკიდებელია.

ჩინეთის ხელისუფლებისთვის დარტყმაა 63 წლის ცაი ინვენის დიდი უპირატესობით გამარჯვება ამ შაბათ-კვირას ჩატარებულ არჩევნებზე. ეს შედეგი აჩვენებს, რომ 23 მილიონი ადამიანით დასახლებული კუნძული ანტაგონიზმით ეკიდება ჩინეთის ხელმძღვანელობას, ისევე, როგორც ჰონგ-კონგი, სადაც ივნისის შემდეგ პროდემოკრატიული დემონსტრაციები მიმდინარეობს.

ცაი ინვენის გამარჯვების შესახებ მკაცრად ფორმულირებულ განცხადებაში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ 13 იანვარს განაცხადა, „ერთი ჩინეთის“ პრინციპი საერთაშორისო თანამეგობრობაში დე ფაქტო კონსენსუსის საგანიაო. „ეს კონსენსუსი იოტისოდენადაც არ დაირღვევა ტაივანში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნებით და არ შეირყევა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის არასწორი სიტყვებით და ნაბიჯებით“, - განაცხადა ვან იმ 13 იანვარს, აფრიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს.

XS
SM
MD
LG