Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებას არ მოელოდა


საოკუპაციო რეჟიმის საპატიმროდან გათავისუფლებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ არ მოელოდა ასე სწრაფად გათავისუფლებას, რადგან სააპელაციო სასამართლოს სხდომა 31 დეკემბრისთვის იყო დანიშნული.

„სრულიად მოულოდნელია. არც ველოდებოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა. გუშინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ 31-ში იყო სააპელაციო სასამართლო, რომელზეც, მართალი გითხრათ, თავს ვიკავებდი. ალბათ უფრო ჯერ ემოციებით ვარ დატვირთული და ცოტა ძნელია, რომ გითხრათ...

პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა იქნება, პარლამენტი, პოლიცია, უშიშროება... (მადლობა) ჩემს ლამაზ მეუღლეს, ბრწყინვალე შვილებს და ყველა იმ ჩემს მეგობარს, რომლებიც ამ თვე-ნახევრის განმავლობაში გვერდში მედგნენ“, - აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ემოციურ ვიდეოკომენტარში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

20 დეკემბერს, დე ფაქტო რესპუბლიკის „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის მიუსაჯა პატიმრობა ერთი წლითა და ცხრა თვით.

XS
SM
MD
LG