Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო რიჟამაძე "ფეისბუკის" მიერ წაშლილ ყალბ ანგარიშებსა და გვერდებზე


„ეს არ არის უბრალო საკითხი, რომლის გაუფერულებასაც ცდილობენ თავიანთი კომენტარებით მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა დღეს ქართული დემოკრატიისთვის და, სამწუხაროდ, ეს შიდადეზინფორმაციული ოპერაცია ძალიან ნოყიერ ნიადაგს ამზადებს რუსული დეზინფორმაციისთვისაც საქართველოში“, - ასე ეხმაურება „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) იურისტი, ნინო რიჟამაძე, ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციას „ფეისბუკის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე - წაეშალა ასეულობით ყალბი ქართულენოვანი ანგარიში და გვერდი. რა იყო „ფეისბუკისთვის“ ამოსავალი? „„ფეისბუკის“ ამოცანაა, რომ „ფეისბუკ“-პლატფორმა არ იყოს გამოყენებული დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოსათხრელად როგორც გარე აქტორების, ისე შიდა აქტორების მიერ და ამომრჩეველი და „ფეისბუკ“-მომხმარებელი არ იქცეს სამიზნედ და არ იყოს მასობრივად მოტყუებული ამ ბოროტი აქტორების მიერ... „ფეისბუკი“ არ შლის გვერდებს შინაარსის გამო. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ შეინიშნება პირადი ანგარიშების და გვერდების ქსელი, რომელიც მიზანმიმართულად მოქმედებს ისე, რომ შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი. სწორედ ეს დაინახა „ფეისბუკმა“ და ამ ოპერაციის ფარგლებში წაშალა ამ ოდენობის ანგარიშები“, - განმარტავს ნინო რიჟამაძე. ISFED-ი ინტენსიურად აკვირდება და სწავლობს სოციალურ ქსელებში მიმდინარე კამპანიებს, რომლებიც გამიზნულია ამა თუ იმ პირის ან ორგანიზაციის დისკრედიტაციისთვის. ორგანიზაციის იურისტი ჰყვება, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სოციალურ ქსელში შენიშნეს კოორდინირებული კამპანია ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ. ყალბი გვერდები მოჩვენებით ცდილობდნენ მის მხარდამჭერად გაესაღებინათ თავი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი ISFED-მა ჩათვალა, რომ საარჩევნო პროცესზე დაკვირვება ვერ იქნებოდა სრულფასოვანი სოციალურ მედიაზე მონიტორინგის გარეშე, რადგან ცხადი იყო, რომ სოციალურ ქსელებში იხარჯებოდა რესურსი, რომელიც არსად აღინუსხებოდა, გაუმჭვირვალე იყო: „სწორედ ამიტომ, NDI-ს ვაშინგტონის ოფისის დახმარებით შევქმენით სპეციალური მეთოდოლოგია და პროგრამა, რომელიც რაოდენობრივად გვეხმარებოდა ამ გვერდების მონიტორინგში და ჩვენ დავინახეთ ძალიან დიდი სურათი კოორდინირებული, საეჭვო ქცევის: ყალბი გვერდების მეშვეობით ხდებოდა ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის დისკრედიტაცია და ამას ჰქონდა განგრძობითი ხასიათი არა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ არჩევნების შემდეგაც და ეს მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა. ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეს ორგანიზებული კამპანია წარმოებული იყო როგორც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ (ეწეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კანდიდატის დისკრედიტაციას), ასევე მეორე მხრიდანაც შეინიშნებოდა სალომე ზურაბიშვილის და „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია. თუმცა, გაგრძელება ამ თემის იყო ის, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან ამ კოორდინირებულმა შეტევებმა მიიღო მასობრივი ხასიათი და იყო უფრო ფართომასშტაბიანი, ვიდრე არჩევნების დროს. ყველა გარდამტეხ პოლიტიკურ მომენტში, რომელიც საქართველოში იყო 2019 წლის მანძილზე, ეს გვერდები აქტიურდებოდნენ და აურაცხელი დასპონსორებული პოსტის მეშვეობით ცდილობდნენ გასულიყვნენ ფართო აუდიტორიაზე და მოეცვათ ფეისბუკმომხმარებლების საინფორმაციო სივრცე“. მიმდინარე წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციამ დაითვალა 105 დისკრედიტაციული გვერდი, აგრეთვე ყალბი, მოჩვენებითად მხარდამჭერი გვერდები, მასობრივად ყალბი ინფორმაციიის გამავრცელებელი გვერდები და ცრუ მედიის გვერდები: „დაახლოებით 180-მდე გვერდი იყო ჩვენს ბაზაში და როცა დავთვალეთ პოსტების რაოდენობა, ერთი წლის განმავლობაში 33 ათასზე მეტი პოსტი იყო გამოქვეყნებული, ფოტოს, ვიდეოს ლინკის სახით გაზიარებული და ინტერაქცია - კომენტარების გაზიარებების და რეაქციების ჯამი 9 მილიონზე მეტი იყო, რაც ძალიან დიდი რაოდენობაა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას“. ISFED-ი შეეცადა, გადაწყვეტილებების მიმღებისთვის მიეწვდინა ხმა და დაენახვებინა პრობლემის სიმწვავე: „ვხედავდით, რომ ხელისუფლება და მმართველი პარტია არასერიოზულად აღიქვამდნენ ჩვენს ამ ანგარიშებს და მათი კომენტარები ისეთი იყო, რომ არ შეინიშნებოდა თანამშრომლობისთვის მზაობა და ჩვენ შევეცადეთ მოგვეძებნა სწორი აქტორები, ვისაც შეეძლო ამაზე ჰქონოდა რეაქცია. ეს იყო სოციალური პლატფორმა „ფეისბუკი“. ვცდილობდით ხმის

XS
SM
MD
LG