ბელარუსის ოპოზიცია 21 დეკემბერს კვლავ მართავს საპროტესტო აქციას რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ, რასაც ბიძგი მისცა რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს სანკტ-პეტერბურგის შეხვედრამ. მასზე შეუთანხმებელი დარჩა 31 „საგზაო რუკიდან“ მხოლოდ სამი, რაც გაზის, ნავთობისა და საგადასახადო სფეროს შეეხება.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან ნებართვა არ ჰქონდათ და არსებობდა აქციის ძალისმიერი დაშლის საფრთხე, წინა დღით, 20 დეკემბერს, მინსკის ცენტრში 1500-მდე კაცი შეიკრიბა „ინტეგრაციის გაფართოების“ წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე ხალხმრავალ აქციაზე.
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყებოდა, საპროტესტო აქციის შემდეგ, ადამიანებმა შექმნეს ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც გადაჭიმული იყო თავისუფლების პროსპექტიდან გამარჯვების მოედნამდე.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ორი დიქტატორის გაერთიანება მათ კარგს არაფერს უქადით“.
აქციიდან პირდაპირ ეთერს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის საიტი ახორციელებს.