Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა "აბსოლუტურად სისხლიანი მკვლელი" უწოდა ხანგოშვილს


რუსეთის პრეზიდენტმა „აბსოლუტურად სისხლიან მკვლელად" მოიხსენა, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი, რომელმაც, ვლადიმირ პუტინის თქმით, კავკასიაში "მხოლოდ ერთი ტერაქტის დროს 98 კაცი დახოცა".

ბერლინში 23 აგვისტოს მოკლულ საქართველოს მოქალაქეზე, ზელიმხან ხანგოშვილზე რუსეთში ძიება იყო გამოცხადებული. მკვლელმა ხანგოშვილს ორი ტყვია დაახალა, რის შედეგადაც მსხვერპლი ადგილზე დაიღუპა. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია რუსეთის მოქალაქე.

ამ ინცინდენტმა გაართულა დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვსა და ბერლინს შორის.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასათან დაკავშირებით გერმანია დაატოვებინეს რუსეთის ორ დიპლომატს. რუსეთმა მსგავსი ნაბიჯით უპასუხა ამ ზომას.

პუტინის თქმით სირიაში ტყვეთა ბანაკებში მყოფი ექსტრემისტების ნაწილი დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდანაცაა.

"ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ ადამიანებზე - ტერორისტებზე, მკვლელებზე, რომლებიც თავისუფლად დასეირნობენ ევროპის დედაქალაქებში", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ჟურნალისტების სარეკორდო რაოდენობა - 1895 იქნა აკრედიტებული.

XS
SM
MD
LG