ვიდეო კომენტარები
დავით ზალკალიანი ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკაზე
„მესმის, რომ ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე. ამიტომ აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ზუსტი, ადეკვატური შეფასება... ჩვენს ურთიერთობას ერთი წუთითაც არ მოადგება არანაირი ჩრდილი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 17 დეკემბერს, ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული წერილის შეფასებისას. აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართა ღია წერილით, რომელშიც მზარდ შეშფოთებას გამოთქვამს "ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაზე უარი თქმულიყო დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე, ისევე, როგორც ძალადობის შესახებ ცნობებზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ".