Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტიდან ინტოქსიკაციით საავადმყოფოში ერთი ადამიანია გადაყვანილი


დღეს პარლამენტიდან სასწრაფო დახმარების მანქანით ინტოქსიკაციით ერთი ადამიანი გადაიყვანეს. პარლამენტის აპარატის თანამშრომელს, 57 წლის ქალს ალერგიული რეაქციის შედეგად სუნთქვა გაურთულდა.

როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, პაციენტს მსუბუქი ინტოქსიკაცია აქვს და უტარდება კვლევები, მისი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

თავი შეუძლოდ იგრძნეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატებმა ენძელა მაჭავარიანმა და სვეტლანა კუდბამ.

პარლამენტის პლენარული სხდომა დაახლოებით 13:15 საათისთვის შეწყდა დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ: ​„ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი და გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხა აქ. ხვდებით მიზანი რა არის. აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება რა თქმა უნდა, უმკაცრესი რეაგირება".

ამჟამად პარლამენტის სხდომათა დარბაზში შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მათ უნდა შეისწავლონ დაღვრილი სითხის შემადგენლობა.

XS
SM
MD
LG