Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუ ქუთელია ნატოს ლონდონის სამიტის შესახებ


ბათუ ქუთელია ნატოს ლონდონის სამიტის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:06:51 0:00

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ბათუ ქუთელია ნატოს ლონდონის სამიტს ეხმაურება და რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „მთავარი პრობლემა არის, ნატოს მიერ უკვე დაწყებული რუსეთის საფრთხის შეკავების კვალდაკვალ, საქართველო რა როლს შესთავაზებს თავის მხრივ ამ ახალ ევროპულ არქიტექტურაში და აქ, სამწუხაროდ, ძალიან სიმპტომატური იყო ნატოს ყოფილი ევროპული სარდლობის მეთაურის, ბენ ჰოჯესის განცხადება, როცა თქვა, რომ ვერ ხედავს საქართველოს მთავრობიდან ენთუზიაზმს. ალბათ, ეს არის მთავარი პრობლემა და დიაგნოზი, რომ საქართველოზე არ არის საუბარი - შეიძლება, კომუნიკეში არა, რადგან ამ სამიტის ფორმატი სხვა იყო, მაგრამ რაღაც ცალკე განცხადება ყოველთვის კეთდება ხოლმე. საქართველოს აქვს უფლება მოითხოვოს, ბევრი რამის გამო“.

XS
SM
MD
LG