Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის ნაწილი ჩვენმა გადაწყვეტილებამ აგონიაში ჩააგდო


„დღეს ნახეთ, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პანიკაში და აგონიაში ჩააგდო ჩვენმა გადაწყვეტილებამ“, - უთხრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს. ასე შეაფასა მან საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის არჩევნებზე გარკვეულ მაჟორიტარულ ოლქებში „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატი არ დააყენოს.

„დღეს ნახეთ, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პანიკაში და აგონიაში ჩააგდო ჩვენმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც იმ სამაჟორიტარო ოლქებში, სადაც იქნება ღირსეული და რეიტინგული კანდიდატი და, ამავდროულად, ის არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი რომელიმე ფრთის წარმომადგენელი, ჩვენ მას კონკურენტ კანდიდატს არ დავუყენებთ. ამით მეტად გარანტირებულად იქნება უზრუნველყოფილი ის, რომ კონკრეტულ ადგილებზე კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი მაჟორიტარი დეპუტატები გვეყოლებიან პარლამენტში. ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ბევრი პარტია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობის“ და მისი დანამატების გარდა, ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს ექნებათ გამარჯვების შანსი, თავის კანდიდატებს არ დააყენებს.

XS
SM
MD
LG