ვიდეო კომენტარები
გიორგი გახარია მეუფე იაკობზე
ბოდბელი ეპისკოპოსის სიტყვებს გიორგი გახარიამ სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავს შეხვედრას არ დასწრებია. ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა 26 ოქტომბერს, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენების გეგმით მას პრემიერის კაბინეტში „ეჩალიჩებოდნენ“: იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - ვახტანგ გომელაური; შს მინისტრი - გიორგი გახარია. პროცესში ჩართული იყო ბიზნესმენი ვანო (სავარაუდოდ - ჩხარტიშვილი), ხოლო დავალება თავად ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა - „ვანოს ის იყო ბიძინასთან, ბიძინამ კიდე ამათ დაავალა“. ამ ვერსიით, ილია მეორე, სავარაუდოდ, მოსაყდრე შიო (მუჯირს) უნდა ჩაენაცვლებინა. 28 ოქტომბერს მეუფე იაკობმა ბოდიში მოიხადა განცხადების ფორმის, მაგრამ არა შინაარსის გამო.