ვიდეო კომენტარები
ზვიად კორძაძე ე.წ. „მუქარის წერილზე“
როგორც მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, პროკურატურამ უნდა დაადგინოს - ვისია იმ წერილზე აღმოჩენილი თითების 17 ანაბეჭდი, რომელიც, მამუკა ხაზარაძის თქმით, მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო იმხანად შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. 21 ოქტომბერს წერილის დედანი და ექსპერტიზის დასკვნა მამუკა ხაზარაძემ მთავარ პროკურატურას გადასცა.