გენერალური პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიმართ საზოგადოებაში ნდობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. ვასაძე - რომელიც ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია - პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
„ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის საქმეები - ოთხი საქმეა, საიდანაც ორზე განაჩენია დამდგარი. ყოფილი პრემიერისა და ვაზაგაშვილის საქმეები. ვფიქრობ, ეს ის სისხლის სამართლის საქმეებია, რომელმაც საზოგადოებაში, სავარაუდოდ, ნდობის ხარისხი პროკურატურის მიმართ გაზარდა“, - ამბობს ვასაძე.