როგორ გავაფუჭოთ ბუმერანგი?! - განკითხვის დღე
ერთხელ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ბუმერანგს მადარებენ, სულ უკან ვბრუნდებიო. დიდი ბუმერანგობაა, როცა საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გაშვებული პრეზიდენტად დაბრუნდები და მერე ყველას ანანებ, რომ დაბრუნდი: მკვლელებს შეიწყალებ, ხალხს „ცოტა ზემოდან“ დაუწყებ ყურებას და ჟურნალისტებს დაემალები... თუმცა რაღაც სარგებელი მაინც მოაქვს პრეზიდენტს: ხან ატმის კრეფაში ეხმარება კახელ ფერმერებს, ხან ბორანოს ამზადებს აჭარელ დიასახლისთან ერთად და ხანაც დამბალ ხაჭოს პოპულარიზებას ეწევა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ განა ამისთვის პრეზიდენტობა იყო საჭირო?