Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დამწვრობისგან გარდაიცვალა ფეხბურთის ქომაგი ქალი


ირანელი ქალები სტადიონზე სპეციალური ნებართვის შემდეგ
ირანელი ქალები სტადიონზე სპეციალური ნებართვის შემდეგ

ირანში მიღებული დამწვრობის შედეგად დაიღუპა ფეხბურთის ქომაგი ქალი, რომელმაც ერთი კვირის წინ სტადიონებზე ქალთა დისკრიმინაციისადმი პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. საჰარ ხოდაიარი მარტის თვეში დააპატიმრეს სტადიონზე შესვლის მცდელობისთვის, როდესაც იწყებოდა მატჩი მისი საყვარელი გუნდის მონაწილეობით.

დაპატიმრების მესამე დღეს იგი გაათავისუფლეს თავდებით, მაგრამ ნახევარი წელი ელოდა მისი საქმის სასამართლოში განხილვას.

მაგრამ სხდომა რამდენჯერმე გადაიდო მოსამართლის პირადი მოსაზრებებით. თუმცა, საჰარმა, როგორც მისი და ამბობს, სასამართლოში ყური მოკრა ინფორმაციას, რომ სულ მცირე ნახევარი წლით პატიმრობა ემუქრებოდა.

2 სექტემბერს საჰარ ხოდაირი გამოვიდა სასამართლოს შენობის წინ და თავი დაიწვა. ერთი კვირის შემდეგ იგი მიღებული დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა.

საჰრის დის თქმით, მისი დას ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა და წარულშიც ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა.

ირანში 1981 წლის კანონით ქალებს ეკრძალებათ სტადიონზე ყოფნა, სადაც მამაკაცები ასპარეზობენ. აკრძალვა მცირე ხნით გაუქმდა გასულ წელს, რათა ქალებს შესაძლებლობა მისცემოდათ დასწრებოდნენ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს.

XS
SM
MD
LG