Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკო გომურმა ხელოვნური თვალი ჩაისვა


20 ივნისის ღამის ანტისაოკუპაციო აქციაზე ერთ-ერთმა დაშავებულმა, მაკო გომურმა, რომელმაც რეზინის ტყვიის თვალში მოხვედრის შედეგად ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, ხელოვნური თვალი ჩაისვა.

"შრამი რომ არა, ვერ გაარჩევთ" - წერს ის ფეისბუქზე და ფოტოზე, რომელსაც აქვეყნებს, ჩანს ტყვიით დაზიანებული ქუთუთო.

ხელოვნური თვალის ჩასასმელად ოპერაცია მაკო გომურმა გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გაიკეთა. პირველადი ოპერაცია და მკურნალობის კურსი თბილისის კლინიკაში გაიკეთა.

20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავდა 240 ადამიანი, მათგან 80 პოლიციელი, 34 ჟურნალისტი. დაშავებულთა ნაწილს რეზინის ტყვია სახეში მოხვდა. თვალი მაკოს გარდა რამდენიმე სხვა დემონსტრანსაც დაუზიანდა. ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG