Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი საქართველოსთვის სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინი საჭიროდ არ მიიჩნევს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

მისი სიტყვებით, ქვეყანაში ანტირუსულ განწყობებს ის ადამიანები აქეზებენ, რომლებმაც არ იციან ისტორია და საქართველოს აზიანებენ. რუსეთის ლიდერმა ისიც დასძინა, რომ მისი შეურაცხმყოფელი ქართველი ტელეჟურნალისტისმიმართ სისხლის სამართლის საქმი აღძვრასაც არ მოითხოვს და მიაჩნია, რომ „ზედმეტი პატივია“

რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა.

9 ივლისს, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ, პლენარულ სხდომაზე მიიღო დადგენილება, რომელშიც რეკომენდაცია მისცა მთავრობას, განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა და შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს.

დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.

XS
SM
MD
LG