„ამგვარი თვითგამოხატვა მიგვაჩნია კატეგორიულად დაუშვებლად და მიუღებლად არხის სტანდარტებისა და სარედაქციო პოლიტიკის გათვალისწინებით. შესაბამისად ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ ამ საკითხზე არახის თვითრეგულირების ფარგლებში და მივიღებთ სათანადო გადაწყვეტილებას ავტორთან დაკავშირებით“,-განცხადა რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“. ხოლო ამავე გადაცემის თანაწამყვანმა ეკა კვესიტაძემ ბოდიში მოიხადა გაბუნიას საქციელის გამო.
დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო შესავალი საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.
ჟურნალისტის საქციელს საზიანო უწოდაჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.„გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას, აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას“, - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.