Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ვასაძე: „მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ კომბლები გვიდევს ჭერში“


ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვა გავრცელა, რომელშიც თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ 8 ივლისს, 10:00 საათიდან ვერის ბაღში შეიკრიბონ. „ჩვენ მივდივართ იქ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავამშვიდოთ. მეორე - რადგანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკავებს ამ ორგანიზატორებს, ესე იგი მათ უნდათ, რომ ეს პრაიდი ჩატარდეს და მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ნებისმიერი მსხვერპლი, ნებისმიერი დაძაბულობა, რომელიც მოხდება ხვალ იქ, იქნება, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობა.

ბიზნესმენი გენერალურ პროკურატურას მიმართავს და საქართველოში არეულობის ინსპირირებაში უცხოური ძალების როლის გარკვევას სთხოვს.

„მინდა მივმართო საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოვუწოდო, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რომელის ფარგლებშიც გარკვეული იქნება უცხოური ძალების როლი აი, ამ მიმდინარე არეულობის ინსპირირებაში. სულ ბოლოს მინდა გავაფრთხილო ყველა, ვისაც არ აქვს ჯერ გაცნობიერებული, რამხელა საფრთხე არის ქვეყანაში ასეთი ღონისძიების ჩატარება, გეოპოლიტიკური თუ რეპუტაციული თვალსაზრისით. არავინ არავის არსად არ ექაჩება, ნურავინ ნურავის ნუ განიკითხავს, ყველანი ვმოქმედებთ ჩვენი სინდისისა და ნამუსის, ჩვენი ტრადიციების მსოფლმხედველობის შესაბამისად და განერიდეთ ამ ინსპირირებულ პროვოკაციას“, - აცხადებს ლევან ვასაძე.

XS
SM
MD
LG