Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას რიგგარეშე სხდომაზე მოუხსნიან


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე პირველ საკითხად ზაქარია ქუცნაშვილისათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის.

ამ საკითხზე განცხადება პარლამენტში გასულ კვირაში შევიდა. რეგლამენტის მიხედვით კი მისი განხილვა შვიდი სამუშაო დღის გასვლის შემდეგ უნდა დაიწყოს.

„9 ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში ჩატარდება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება, რომელიც შესაბამის დასკვნას მიიღებს. თუმცა იმისათვის, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდეს, საჭიროა პარლამენტმა სხდომაზე დადგენილება მიიღოს. ეს მოხდება 15 ივლისამდე თუ შემდეგ, ეს დამოკიდებულია იმაზე, რიგგარეშე სხდომა როდის იქნება მოწვეული“, - აცხადებს გიორგი კახიანი.

ქუცნაშვილმა დეპუტატის უფლებამოსილება მას შემდეგ დატოვა, რაც საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა, რასაც საზოგადოების პროტესტი და აქციები მოჰყვა. ღონისძიების და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი იყო.

XS
SM
MD
LG